ზეზვა სალთხუციშვილი BMG-ის ეთერში

როგორ იწარმოება მრგვალი და კვადრატული ფოლადის მილები საქართველოში? BMG-ის გადაცემა „ბიზნესის კვირეული“ „ფოლადის სახლის“ მილების საწარმოს ეწვია და წარმოების პროცესი ადგილზე გადაიღო.

ინტერვიუში „ფოლადის სახლის“ დამფუძნებელი ზეზვა სალთხუციშვილი საუბრობს, როგორ დაიწყო კომპანიამ ადგილობრივი წარმოების განვითარება 2014 წელს და რა შესაძლებლობები აქვს დღეს საწარმოს. აქ მრგვალ, კვადრატულ და მართკუთხა ფოლადის მილებს სხვადასხვა ზომით ამზადებენ. ინდივიდუალური შეკვეთით შესაძლებელია პროექტისთვის საჭირო არასტანდარტული ზომების დამზადებაც.

ნახეთ სრული ინტერვიუ და გაიგეთ, როგორ მზადდება პროდუქცია და როგორ მუშაობს საწარმოო ხაზი.