ჩვენ შესახებ

ვინ ვართ ჩვენ

ფოლადის სახლი 2014 წლიდან საქართველოს სამშენებლო ინდუსტრიის ერთ-ერთი წამყვანი კომპანიაა, რომელიც წარმატებით ოპერირებს რკინის სამშენებლო მასალების ბაზარზე. კომპანიის საქმიანობა აერთიანებს სამშენებლო მასალების ადგილობრივ წარმოებას, იმპორტსა და რეალიზაციას, რაც გვაძლევს შესაძლებლობას, მომხმარებელს შევთავაზოთ სრულყოფილი, თანამედროვე და ხარისხზე ორიენტირებული მომსახურება, რომლებიც სრულად შეესაბამება მოქმედ სტანდარტებსა და ხარისხის მოთხოვნებს.
„ფოლადის სახლი“ თანამშრომლობს ევროპისა და აზიის წამყვან მწარმოებლებთან, რაც უზრუნველყოფს როგორც ნედლეულის, ისე მზა პროდუქციის მაღალ ხარისხს და საიმედოობას.
კომპანიის პროდუქციის პორტფელი მოიცავს 4 საწარმოს, რაც საშუალებას გვაძლევს, მომხმარებლის მოთხოვნებს სწრაფად, ეფექტურად და სტაბილური ხარისხით ვუპასუხოთ. „ფოლადის სახლი“ წარმოდგენილია ფილიალებით ლილოსა და ბათუმში, ხოლო ცალკე სასაწყობე ბაზა ვაზიანში დამატებით აძლიერებს ჩვენს ლოგისტიკურ შესაძლებლობებს და ოპერატიულ მომსახურებას.
წლების განმავლობაში დაგროვილი გამოცდილება, საერთაშორისო პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობა და 5000-ზე მეტი ლოიალური მომხმარებლის ნდობა ჩვენი უწყვეტი ზრდისა და განვითარების მთავარი საფუძველია. სწორედ ეს გვაძლევს შესაძლებლობას, მუდმივად განვვითარდეთ თანამედროვე ბაზრის მოთხოვნების შესაბამისად და ვიყოთ ძლიერი და სანდო პარტნიორი, რომელიც ქმნის ხარისხს, სტაბილურობასა და გრძელვადიან ღირებულებას.

ფოლადის სახლი

იხილეთ ჩვენი საწარმოები

ძირითადი საწარმოო მიმართულებები:

  • სახურავების წარმოება
  • მილკვადრატების წარმოება
  • არმატურის ბადეების წარმოება
  • მეტალის ნაკეთობების წარმოება

ჩვენი პარტნიორები