საწარმოს ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა არმატურის ბადეების წარმოება, რომელი ხორციელდება უახლესი ევროპული დანადგარების გამოყენებით.
წარმოების პროცესი იწყება ნედლეულის (გლინულის) გადამუშავებით, რომლისგანაც პირველ ეტაპზე მიიღება ცივად ნაგლინი არმატურა, ხოლო საბოლოო პროდუქტი კი არმატურის ბადე მზადდება ინდივიდუალური სპეციფიკაციებისა და კლიენტის მოთხოვნების გათვალისწინებით, რაც უზრუნველყოფს თითოეული პროექტის მაქსიმალურ შესაბამისობას ტექნიკურ სტანდარტებთან.
ჩვენი მიზანია გლინულის რესურსის მაქსიმალურ გამოყენება და ვცდილობთ ნედლეულიდან მრავალფეროვანი პროდუქციის წარმოებას და მომხმარებლისთვის სრული ასორტიმენტის შეთავაზებას, ამიტომ ინდივიდუალური მოთხოვნიდან გამომდინარე შეგვიძლია შემოგთავაზოთ როგორც საკუთრივ ნედლეული ხვეულა გლინულების სახით, ასევე გასწორებული გლინულა, ცივად ნაგლინი არმატურა და რა თქმა უნდა არმატურის ბადე.
ჩვენი საწარმოს უპირატესობა მგდომარეობს იმაში რომ არმატურის ბადეს ვამზადებთ როგორც გლინულისგან, ისე ცხლად ნაგლინი არმატურისგან, რაც გვაძლევს ტექნოლოგიურ მოქნილობას და გვაძლევს შესაძლებლობას სხვადასხვა ტიპის სამშენებლო პროექტების მოთხოვნების დაკმაყოფილებაში.