ფოლადის სახლი ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მე-14 საერთაშორისო გამოფენის მონაწილეა

10-12 ივნისს, ექსპოჯორჯიას მე-11 პავილიონის შიდა სივრცეში გამოფენის მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ ეხილათ „ფოლადის სახლის“ მიერ წარმოებული უჟანგავი ლითონისგან დამზადებული, გამძლე და ანტიკოროზიული ვენახის ბოძები და აქსესუარები.

კომპანია „ფოლადის სახლში“ სტუდენტური სტაჟირების ინოვაციური პროგრამა დაიწყო

ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა სტუდენტებსა და ახალ კურსდამთავრებულებს სთავაზობს, მიიღონ პირველი რეალური პრაქტიკული გამოცდილება მათთვის სასურველი მიმართულებით, იმუშაონ მნიშვნელოვან პროექტებზე მენტორებთან ერთად და თავად შეაფასონ საკუთარი მიღწევები.

ფოლადის სახლი Caucasus Build 2022-ზე

ფოლადის სახლმა მონაწილეობა მიიღო მშენებლობისა და ინტერიერის 26-ე საერთაშორისო გამოფენაზე! ვიზიტორებსა და მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ გაეცნოთ ჩვენი პროდუქცია და პირველებს მიეღოთ ინფორმაცია აქციების შესახებ სამდღიანი ნაყოფიერი მუშაობის შემდეგ ავიღეთ ჯილდო შემდეგ ნომინაციაში: “THE MOST FRUITFUL COOPERATION” #ფოლადისსახლი #მყარიმშენებლობისთვის #caucasusbuild  

ფოლადის სახლი ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციას შეუერთდა

ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის მიზანია უზრუნველყოს სამშენებლო კომპანიების უფლებებისა და ინტერესების დაცვა, პრესტიჟის მხარდაჭერა, კადრების პროფესიული მომზადება, წევრ კომპანიებს შორის ურთიერთობის დამყარება საქართველოს სამშენებლო გარემოს გაუმჯობესების მიზნით. ასოციაციაში გაწევრიანებით “ფოლადის სახლმა” კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა საქართველოს ინფრასტრუქტურის გასაუმჯობესებლად! “ჩვენ გვჯერა, რომ მოცემული თანამშრომლობა წარმატების მომტანი იქნება ასოციაციის ყველა წევრი კომპანიისთვის, მათ შორის ჩვენთვისაც.” – “ფოლადის სახლი”-ს […]